იაჰმესის პირამიდა
From Wikipedia, the free encyclopedia
იაჰმესის პირამიდა — კენოტაფი-პირამიდა ძველი ეგვიპტის ქალაქ აბიდოსში. აგებულია იაჰმეს I-ის მიერ, როგორც ტაძრის კომპლექსის ნაწილი, ძვ. წ. 1550-1525 წლებში[1]. იგი წარმოადგენს ეგვიპტის მმართველთათვის აგებულ უკანასკნელ დიდ პირამიდას. იაჰმესის პირამიდა ერთადერთი ეგვიპტური პირამიდაა, რომელიც თავიდანვე დაგეგმილი იყო არა როგორც საფლავი, არამედ როგორც კენოტაფი (ცარიელი სამარე). დღემდე მოღწეულია ძლიერ დაზიანებული ნანგრევის სახით — დღეს იგი უბრალოდ ქვების გროვას წარმოადგენს. იაჰმესის პირამიდაში სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად გულისხმობენ მთლიანად კომპლექსს, რომელიც უშუალოდ ფარაონის პირამიდის გარდა მოიცავს სხვა, დამატებით ნაგებობებსაც.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „იაჰმესის პირამიდა“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. იაჰმესის პირამიდა ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |