ილირ მეტა
From Wikipedia, the free encyclopedia
ილირ მეტა (ალბ. Ilir Meta; დ. 24 მარტი 1969, ჩოროვოდა) — ალბანელი პოლიტიკოსი, ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტი 2017 წლის 24 ივლისიდან 2022 წლის 24 ივლისამდე.[2] ალბანეთის პრემიერ-მინისტრი 1999-2002 წლებში, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2002-2003 და 2009-2010 წლებში, 2013 წლის 10 სექტემბრიდან 2017 წლის 24 ივლისამდე ალბანეთის პარლამენტის სპიკერი.[3] ეკავა ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობები, როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე მთავრობებში.
ილირ მეტა | |
---|---|
ალბ. Ilir Meta | |
დაბადების თარიღი | 24 მარტი, 1969(1969-03-24)[1] (55 წლის) |
დაბადების ადგილი | ჩოროვოდა |
მოქალაქეობა | ალბანეთი |
განათლება | ტირანის უნივერსიტეტი |
მეუღლე/ები | მონიკა კრიემადი |
ჯილდოები | Grand Order of King Tomislav და Grand Cross of the Order of Saint-Charles |
2017 წლის 28 აპრილს ილირ მეტა აირჩიეს ალბანეთის პრეზიდენტად, მიიღო 87 ხმა 140 პარლამენტარიდან.[4] 2021 წლის 9 ივნისს ალბანეთის პარლამენტმა მას ოფიციალურად იმპიჩმენტი გამოუცხადა 104 ხმით 7 წინააღმდეგ, რითაც გახდა ალბანეთის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტმა იმპიჩმენტი გამოუცხადა.[5] 2022 წლის 16 თებერვალს ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა იმპიჩმენტი და დაადგინა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ არღვევდა ალბანეთის კონსტიტუციას.[6]