იოგაჩარა
From Wikipedia, the free encyclopedia
იოგაჩარა (სანს. योगाचार; Yogācāra; სიტყვასიტყვით „იოგას პრაქტიკა“)[1] — ბუდისტური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის გავლენიანი ტრადიცია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს შემეცნების, აღქმისა და ცნობიერების შესწავლაზე მედიტაციისა და იოგის პრაქტიკის გზით.[2] იგი ასევე ცნობილია, როგორც ვიჯნანავადა (ცნობიერების დოქტრინა), ვიჯნაპტივადა (იდეების ან აღქმის დოქტრინა) და ვიჯნაპრიმატრატა-ვადა (მოძღვრება „უბრალო წარმოდგენის“ შესახებ). ამ უკანასკნელს ასევე უწოდებენ მის მთავარ ეპისტემურ თეორიას, რომლის რამდენიმე ინტერპრეტაცია არსებობს: ხშირად იგი ერთგვარ იდეალიზმად ითვლება, თუმცა ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ის უფრო ახლოსაა ერთგვარ ფენომენოლოგიიასა ან რეპრეზენტაციულიზმთან, რომელიც მიზნად ჩვენი აღქმების რეფიკაციის დეკონსტრუქციას ისახავს.
დენ ლუსტჰაუსის თანახმად, იოგაჩარას ტრადიციამ განავითარა „დახვეწილი ფსიქოლოგიური თერაპიული სისტემა, რომელიც ასახავდა შემეცნების პრობლემებს მათ გამოსასწორებლად ანტიდოტებთან ერთად; და სერიოზული ეპისტემოლოგიური მცდელობა, რომელმაც საფუძველი დაუდო ყველაზე დახვეწილ მიდგომას აღქმისა და ლოგიკის მიმართ, რაც კი ოდესმე ყოფილა ბუდისტების ან ინდოელებს ჰქონიათ“. IV საუკუნეში მოღვაწე განდჰარანელი ძმები, ასაგა და ვასუბანდუ , იოგაჩანას სხვა დამფუძნებელ მაიტრეასთან ერთად, ამ ტრადიციის კლასიკურ ფილოსოფოსებად და სისტემატიზატორებად ითვლებიან.[3]
დაახლოებით IV საუკუნეში იოგაჩარა დაკავშირებული იყო ინდურ მაჰაიანა ბუდიზმთან,[4] თუმცა იგი ასევე მოიცავდა საუტრანტიკის სკოლის არამაჰაიანურ პრაქტიკებს.[5] იოგაჩარა დღემდე გავლენიანი ტიბეტურ ბუდიზმსა და აღმოსავლეთ აზიის ბუდიზმში . მიუხედავად ამისა, ერთიიანი ჩამოყალიბებული „იოგაჩარას სკოლის“ არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.[6]