ისმაილ სამანი
From Wikipedia, the free encyclopedia
აბუ იბრაჰიმ ისმაილ იბნ აჰმად სამანი ( სპარს. ابو ابراهیم اسماعیل بن احمد سامانی დ. 849, ბალხი — გ. 24 ნოემბერი, 907, ბუხარა), ასევე ცნობილი როგორც ისმაილ სამანი ( სპარს. اسماعیل سامانی ) — ემირი სამანიდების დინასტიიდან, სახელმწიფოს დამაარსებელი შუა აზიაში . მისი მმართველობა აღინიშნა სამანიდების, როგორც ძლევამოსილი ძალის გამოჩენით. ის იყო აჰმად იბნ ასადის ვაჟი და სამან-ხუდას შთამომავალი, რომელმაც ზოროასტრიზმზე უარი თქვა და მიიღო ისლამი. ისმაილ სამანმა შეცვალა სახელმწიფო მმართველობის სისტემა, ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას და საზღვრების დაცვას.[1]
სწრაფი ფაქტები სამანიდების იმპერიის ემირი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
ისმაილ სამანი სპარს. اسماعیل سامانی | |
ბანკნოტი 100 სომონი. ისმაილ იბნ აჰმადის გამოსახულებით | |
სამანიდების იმპერიის ემირი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
აგვისტო 892 – ნოემბერი 907 | |
წინამორბედი | ნასრ I იბნ აჰმადი |
მემკვიდრე | აჰმად სამანი |
ხორასანის ემირი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
900 – 907 | |
მავერანაჰრის ემირი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
892 – 907 | |
დაბადებული | მაისი 849 სოფ. სამანი, ბალხი, აბასიანთა სახალიფო |
გარდაცვლილი | ნოემბერი 907 (58 წლის) ბუხარა, სამანიდების სახელმწიფო |
დაკრძალულია | ბუხარა, სამანიდების მავზოლეუმი |
მამა | აჰმად იბნ ასადი |
შვილები | აჰმად იბნ ისმაილი |
განათლება | მედრესე |
რელიგია | ისლამი, სუნიზმი |
დახურვა