ისტორიული ნიდერლანდები
From Wikipedia, the free encyclopedia
ისტორიული ნიდერლანდები (ნიდერლ. Lage Landen) — მდინარეების რაინის, შელდისა და მაასის დელტების ირგვლივ არსებული ისტორიული ტერიტორია, რომელიც სრულად მოიცავს დღევანდელი ბელგიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგისა და ნაწილობრივ, ჩრდილოეთ საფრანგეთისა და დასავლეთ გერმანიის მიწებს. ტერმინი უფრო გამოიყენებოდა გვიან შუა საუკუნეებსა და ადრეულ თანამედროვე ევროპაში.