იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ხორვატიაში
From Wikipedia, the free encyclopedia
2014 წლის მონაცემებით ხორვატიაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 7 ძეგლია. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 1007 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 0,7 % ხორვატიის ძეგლებია.
მათ შორის:
- 6 კულტურის ობიექტი
- 1 ბუნების ძეგლი
2 მათგანი ადამიანის გენიის შედევრია (კრიტერიუმი i).
გარდა ამისა 2014 წლის მდგომარეობით ხორვატიის ტერიტორიიდან 17 ძეგლი შეტანილია იუნესკოს საცდელი ძეგლების სიაში. ხორვატიამ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა 1992 წლის 6 ივლისს[1], თუმცა ხორვატიის ტერიორიიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში პირველი ობიექტი შევიდა 1979 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხორვატია იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა.