იუჰ მინ პეი
From Wikipedia, the free encyclopedia
იუჰ მინ პეი (Ieoh Ming Pei, ჩინ.: 貝聿銘; საყოველთაოდ ცნობილი ინიციალებით ი. მ. პეი) (დ. 26 აპრილი, 1917 — გ. 16 მაისი, 2019) — პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორი, მაღალი მოდერნიზმის არქიტექტურის ბოლო ხელოვანი. მუშაობდა აბსტრაქტული ფორმით, ქვის, ბეტონის, მინისა და ფოლადის გამოყენებით. პეი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც XX საუნუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არქიტექტორი.