კამილა კაბელიო
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლა კამილა კაბელიო ესტრაბაო (ესპ. Karla Camila Cabello Estrabao, /kəˈmiːlə kəˈbeɪoʊ/, ესპანურად: [kaˈmila kaˈbeʎo]; დ. 3 მარტი, 1997)[1][2] — კუბელი-ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. ის იყო გოგონების ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრი, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის The X Factor-ის მეორე სეზონის დროს. კაბელიოს აქვს კოლაბორაციები, ისეთ მომღერლებთან, როგორებიცაა Machine Gun Kelly („Bad Things“), რომელმაც Billboard Hot 100-ში მიაღწია მეოთხე ადგილს. მას შემდეგ, რაც მან დატოვა ჯგუფი Fifth Harmony (2016 წლის დეკემბერში), გამოუშვა სოლო სიმღერა „Crying in the Club“. 2018 წელს გამოვიდა სადებიუტო ალბომი Camila, რომელმა Billboard 200-ში მოიპოვა პირველი ადგილი. იგივე ბედი ჰხვდა წილად სიმღერას „Havana“, რომელიც ჰიტად იქცა არა მარტო აშშ-ში, ინგლისსა და ავსტრალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში.
კამილა კაბელიო | |
---|---|
კამილა MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე 2018 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კარლა კამილა კაბელიო ესტრაბაო |
დაბ. თარიღი | 3 მარტი, 1997 (1997-03-03) (27 წლის) |
დაბ. ადგილი | ჰავანა, კუბა |
წარმოშობა | მაიამი, ფლორიდა, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2012–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
ხელმოწერა | |
საიტი | camilacabello.com |
კამილა კაბელიო ვიკისაწყობში |