კანტაბრიის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია კანტაბრია (ესპ. Cantabria) შედგება 102 მუნიციპალიტეტისაგან. კანტაბრიამ ავტონომიური გაერთიანების სტატუსი მიიღო 1978 წლის კონსტიტუციის თანახმად.[1] ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[2][3]
კანტაბრიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 12 კომარკაში: ტრასმიერა (19 მუნიციპალიტეტი), ლოს-ვალიეს-პასიეგოსი (13), სახა-ნანსა (12), ბესაია (11), კამპოო-ლოს-ვალიესი (11), ასონ-აგუერა (9), კოსტა-ოქსიდენტალი (8), სანტანდერი (8), ლიებანა (7) და კოსტა-ორიენტალი (4).
კანტაბრიის ავტონომიური გაერთიანების ფართობია 5321 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 581 078 მაცხოვრებელს.[4] დედაქალაქია სანტანდერი, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ვალდერედიბლე (298,24 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — რეინოსა (4,12 კმ²)[5].