კანტონური სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
კანტონური ან იუეს სამზარეულო ( ჩინ. 粵菜) - გუანგდონგის პროვინციის სამზარეულო. ის ძირითადად გამოხატავს პროვინციის დედაქალაქის - გუანჯოუსა და მიმდებარე რეგიონებში არსებულ სამზარეულოს( მდინარე დელტის მიმდიბარე ტერიტორია, ჰონგ-კონგი და მაკაო). მარტივად რომ ვთქვათ, კანტონური სამზარეულო არის გუანჯოუს სამზარეულო ან კანტონურად მოსაუბრე ხალხის სამზარეულო , მაგრამ ის ასევე თავის თავში მოიაზრებს სხვადასხვა ჩინური სამზარეულოს სტილსა და ელემენტებს. მეორეს მხრივ, თეოჩევისა და ჰაკას სამზარეულოს აქვს საკუთარი ხასიათი, ისევე როგორც გუანქსის სამზარეულოს, თუმცა ისინი კულტურულად კანტონურად ითვლება. კანტონის სამზარეულო ჩინეთის სამზარეულოს რვა კულინარიული ტრადიციიდან ერთ-ერთია. ის ცნობილია ჩინეთის გარეთ იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით კანტონური ემიგრანტები არსებობს. კანტონის სამზარეულოში გაწვრთნილ მზარეულებზე მთელ ჩინეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა. [1] მე -20 საუკუნის ბოლომდე დასავლეთის ჩინური რესტორნების უმეტესობაში ძირითადად კანტონური კერძები იყო.