კარტოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
კარტოგრაფია — მეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. ეს კონკრეტული სივრცე, როგორც სინამდვილის საგნებისა და მოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგი, სამგანზომილებიანი, დროში ცვალებადი კონტინუუმია.
მისი სახისათვის კარტოგრაფია იყენებს სპეციფიკურ ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას - „რუკის ენას“ და სპეციფიურ მეთოდს - კარტოგრაფიულ მოდელირებას. კარტოგრაფიული შემეცნების შედეგს წარმოადგენს საკვლევი სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელი, რასაც მეცნიერებაში და საზოგადოებრივ პრაქტიკაში რუკა ეწოდება.