კელის წიგნი
From Wikipedia, the free encyclopedia
კელის წიგნი (აგრეთვე ცნობილი როგორც „Кни́га Колу́мбы“, ირლ. Leabhar Cheanannais, ინგლ. Book of Kells) — მდიდრულად ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნი, შექმნილი ირლანდიელი ბერების მიერ 800 წელს. ეს არის შესანიშნავი მინიატურებითა და ორნამენტებით ერთ-ერთი ყველაზე უხვად მოკაზმული შუა საუკუნეების ხელნაწერი ყველა იმათ შორის რომლებიც ჩვენამდეა მოღწეული. უძლიერესი ტექნიკური შესრულებისა და ლამაზი ხაზების გამო მკლევრების უმეტესობა[2][3] განიხილავს მას როგორც ყველაზე ძვირფას ნამუშევარს შუასაუკუნეების ირლანდიური ხელოვნებისთვის. წიგნი შეიცავს ოთხ სახარებას ლათინური ენაზე, შესავალი და ტექსტი მოკაზმულია ფერადი ხაზების დიდი ოდენობითა და მინიატურებით. ამჟამად წიგნი ინახება ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტი-კოლეჯის ბიბლიოთეკაში.