კიმ ჯონ ჰიუნი
From Wikipedia, the free encyclopedia
კიმ ჯონ ჰიუნი (დ.8 აპრილი, 1990, კვანჯინგუ, სამხრეთი კორეა - გ.18 დეკემბერი, 2017, სეული, ცნობილი, როგორც ჯონ ჰიუნი) — სამხრეთ კორეელი მომღერალი და კომპოზიტორი, პროდიუსერი, რადიოწამყვანი და ავტორი. ბოიბენდ SHINee-ს მთავარი წევრი და პროექტ SM the Ballad-ის მონაწილე.
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის კიმ, ხოლო სახელი — ჯონ ჰიუნი. |
სწრაფი ფაქტები კიმ ჯონ ჰიუნი, ბიოგრაფია ...
კიმ ჯონ ჰიუნი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | 김종현 |
დაბ. თარიღი | 8 აპრილი, 1990 |
დაბ. ადგილი | Hyehwa-dong, სეული, სამხრეთი კორეა |
გარდ. თარიღი | 17 დეკემბერი, 2017 (27 წლის) |
გარდ. ადგილი | Cheongdam-dong, სეული, სამხრეთი კორეა |
საქმიანობა | მომღერალი და კომპოზიტორი, რადიოწამყვანი, ავტორი |
აქტიური | 2008-2017 |
ხელმოწერა | |
საიტი | jonghyun.smtown.com |
კიმ ჯონ ჰიუნი ვიკისაწყობში |
დახურვა
ჯონ ჰიუნის სოლო კარიერა 2015 წლის იანვარში დაიწყო, მინი ალბომის Base გამსვლის შემდეგ. მან Gaon Album Chart-სა და Billboard World Album Chart-ზე დიდ წარმატებას მიაღწია. იმავე წლის 17 სექტემბერს გამოვიდა მუსიკალური ნაკრები Story Op.1. 2016 წლის 24 მაისს გამოვიდა პირველი სტუდიური ალბომი She Is. მეორე კანრები Story Op.2 2017 წლის აპრილში გამოვიდა. მისი ბოლო ალბომი კი 2018 წლის 23 იანვარს გამოუშვეს, სახელად Poet | Artist.