კლავიშებიანი საკრავი
From Wikipedia, the free encyclopedia
კლავიშებიანი საკრავი — მუსიკალური საკრავი, რომელიც იყენებს კლავიშებს და ბერკეტების სისტემას. ყველაზე ხშირად მუსიკალური ნაწარმოების შესრულებისას გამოიყენება პიანინო, როიალი და ორგანი, ხოლო თანამედროვე მუსიკაში – სინთეზატორები და ციფრული პიანინოები. აგრეთვე ცნობილია სხვა კლავიშებიანი საკრავები, მაგალითად მელოტრონი და ჩელესტა.
ტერმინი „კლავიშებიანი საკრავი“ ხშირად აღნიშნავს სინთეზატორებს. შემსრულებელს შეუძლია ჟღერადობის დინამიკის და სხვა ელემენტების მართვა, გამომდინარე საკრავის შესაძლებლობებიდან[1].