კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია
From Wikipedia, the free encyclopedia
კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია — კოგნიტური ფსიქოლოგიის განხრა, რომლის მიზანია გაიგოს თუ როგორ უკავშირდება ტვინის სტრუქტურა და ფუნქცია კონკრეტულ ფსიქოლოგიურ პროცესებს. კოგნიტური ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის იმას,თუ როგორ არის ჩვენი გონებრივი პროცესები პასუხისმგებელი ჩვენს შემეცნებით უნარ-ჩვევებზე. კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ ვაწარმოებთ ახალ მეხსიერებას, ენას, ვცნობთ ადამიანებს, ობიექტებს.იგი ასევე შეისწავლის ჩვენს შესაძლებლობებს გადავჭრათ პრობლემები. კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტვინის დაზიანების ან ნევროლოგიური ავადმყოფობის კოგნიტური ეფექტის შესწავლას ნორმალური შემეცნებითი ფუნქციების მოდელის შესაფასებლად.ამ თემის გარშემო მტკიცებულებები ეფუძნება იმ ინდივიდების შემთხვევების შესწავლას, რომლებსაც ტვინის დაზიანების შედეგად ამ არეში აღენიშნებათ დეფიციტი და რომლებიც ავლენენ ორმაგ დისოციაციას. ორმაგი დისოციაცია ორ პაციენტს და ორ ამოცანას აერთიანებს. ერთ პაციენტს უჭირს პირველი ამოცანის შესრულება და ნორმალურად ასრულებს მეორეს, ხოლო მეორე პაციენტი კი პირიქით. მაგალითად: პაციენტი A რთულად წაიკითხავს ამობეჭდილ სიტყვას, და ნორმალურად გაიგებს წარმოთქმულ სიტყვას, მაშინ როცა პაციენტი B ჩვეულებრივად აღიქვამს დაწერილ სიტყვას, ხოლო გაუჭირდება წარმოთქმულის გაგება. მეცნიერებს შეუძლიათ ამ ინფორმაციის ისე ინტერპრეტირება, რომ ახსნან თუ როგორ შეიძლება არსებობდეს ერთი კოგნიტური მოდელი სიტყვების გაგებისთვის. ასეთი კვლევების შედეგად მკვლევარები ასკვნიან, რომ ტვინის სხვადასხვა არეები არიან ვიწროდ სპეციალიზირებულნი. კოგნიტური ნეიროფსიქოლოგია განსხვავდება კოგნიტური ნეირომეცნიერებისგან, რომელიც ასევე დაინტერესებულია იმ პაციენტებით, რომლებსაც ტვინი აქვთ დაზიანებული, მაგრამ განსაკუთრებით ორიენტირებულია იმ ნეირონული მექანიზმების ძიებაზე, რომლებიც იმ კოგნიტური პროცესების გაშიფვრას ემსახურება, რომელიც ამ მექანიზმებს უდევს საფუძლად.[1]