კონდეს პრინცი
From Wikipedia, the free encyclopedia
კონდეს პრინცი (ფრანგ. Prince de Condé) — არისტოკრატიული წოდება XVI-XIX საუკუნეების საფრანგეთში, რომელიც 1546 წელს დააარსა საფრანგეთის მეფე ანრი IV-ის ბიძამ, ლუი I ბურბონმა. აქედანვე ჩაეყარა საფუძველი ბურბონ-კონდეთა დინასტიასაც, რომელიც 1830 წლამდე მართავდა არა მხოლოდ კონდეს რეგიონს, არამედ ვენდომს, ბურბონს, სუასონსა და სხვა წვრილ სამთავროებს. კონდეს პრინცთა ბურბონული ხაზი ლუი ანრი II-ის გარდაცვალებით შეწყდა, თუმცა 1845 წელს საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-მა ეს წოდება თავის ვაჟს, ლუის გადასცა, რითაც კონდეს პრინცის წოდება დროებით კვლავ აღდგა, ოღონდ ამჯერად ორლეანელთა გვირგვინქვეშ, თუმცა პრინცი ლუი 1866 წელს უშვილოდ გარდაიცვალა, რითაც საბოლოოდ გაუქმდა ეს ტიტული.