კორეის დაზავების ხელშეკრულება
From Wikipedia, the free encyclopedia
კორეის დაზავების ხელშეკრულება — კორეის ომის შესაწყვეტად დადებული დაზავების ხელშეკრულება. მას ხელი მოაწერეს ერთის მხრივ გაერთიანებული ერების სარდლობის წარმომადგენელმა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალ-ლეიტენანტმა უილიამ კელიმ ხოლო მეორეს მხრივ კორეის სახალხო არმიის და ჩინეთის მოხალისეთა სახალხო არმიის წარმომადგენელმა ჩრდილო კორეელმა გენერალმა ნამ ირმა.[1] ხელშეკრულებას ხელი 1953 წლის, 27 ივლისს მოეწერა. მისი მიზანია „კორეაში პრობლემის საბოლოო მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევამდე შეიარაღებული დაპირისპირების სრული შეწყვეტა“.[2] ამ ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა კორეის დემილიტარიზებული ზონა, რომელიც დაახლოებით 38-ე პარალელზე გადის.