კოსოვოს ძეგლები
From Wikipedia, the free encyclopedia
კოსოვოს ძეგლები მოიცავს ყველა ძეგლს, რომელიც მდებარეობს კოსოვოში. კოსოვოს აქვს მულტიკულტურული და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც საწყისს ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან იღებს, რომელსაც მოგვიანებით მოსდევს ილირიული, რომაული, ბიზანტიური/სერბული მართმადიდებლური და ოსმალეთის პერიოდები. კოსოვოში ძეგლების უმრავლესობა ადგილობრივი ხელოსნების მიერაა აშენებული, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა იმპერიის გავლენის ქვეშ.[1][2][3] დღემდე შემორჩენილი ძეგლების უმრავლესობა არის ბიზანტიური/სერბულ მართმადიდებლური და ოსმალური სტილის, რომლებსაც გააჩნიათ ისტორიული, არქიტექტურული, კულტურული და მხატვრული ღირებულებები მსოფლიოს ფასდაუდებელი მემკვიდრეობისთვის. კოსოვოს ძეგლები უნიკალური მემკვიდრეობაა, რომლის ავთენტური სახის შენარჩუნებაზე საზოგადოებამ ერთად უნდა იზრუნოს, რათა უცვლელი სახით გადასცეს ახალ თაობებს.[2][4] კოსოვოს არქიტექტურული იერსახე ძირძველი სტილით გამოირჩევა, რის გამოც ისინი ითვლებიან ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ, კონსტრუქციულ ნაგებობებად როგორც ბალკანეთში,[2] ასევე მთელს მსოფლიოში. კოსოვოს გააჩნდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა, ვინაიდან მისი ტერიტორიის გავლით კულტურის, მემკვიდრეობის, ისტორიისა და ხელოვნების განვითარებისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ბუნებრივი სატრანსპორტო გზები გადიოდა.[3] გასულ საუკუნეში, 1998-1999 წლებში მიმდინარე ომის დროს, 500-ზე მეტი ძეგლი იქნა დაზიანებული ან სრულად განადგურებული მტრის ძალების მიერ.[1][2][3] იუნესკომ კოსოვოს ძეგლების კლასიფიცირება მოახდინა როგორც: სერბულ-ბიზანტიური ძეგლები, ოსმალეთის ხანის ისლამური ძეგლები და ხალხური არქიტექტურა.[5][6]