კრეოლური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
კრეოლური ენა (ლათ. criare "შექმნა") — ენა, რომელიც წარმოიშობა მოცემულ საზოგადოებაში კონკრეტული ენობრივი სისტემის არასრულყოფილი სახით გამოყენების შედეგად მიღებული ტრანსფორმაციებისგან. ამ ტრანსფორმაციებზე გავლენს ახდენს მოცემული საზოგადოების წევრების ადგილობრივი მშობლიური ენა. ამგვარი ენა ვითარდება ძირითადად შერეული წარმოშობის საზოგადობებში, თანდათან მშობლიური ხდება მისთვის და ზოგიერთი დამოუკიდებელ ენადაც ყალიბდება. კრეოლური ენების უმეტესობა აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის კოლონიზაციის შედეგად წარმოიშვა XV-XX საუკუნეებში. თანამედროვე კრეოლური ენების უმეტესობა მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს ამოსავალ ენასთან კავშირს. ბევრი კრეოლური ენა გადაშენების პირასაა (მაგ. აზიის პორტუგალიურ-კრეოლური ენები), ზოგიერთი მათგანი უკვე გამქრალია, ზოგი კი ამოსავალ ენასთან დაახლოების ტენდენციას ავლენს, რასაც დეკრეოლიზაციის პროცესი ეწოდება.