კრისტინა ფერნანდესი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტინა ელისაბეტ ფერნანდესი (ესპ. Cristina Elisabet Fernández; მეუღლის გვარით კრისტინა ფერნანდეს დე კირხნერი; დ. 19 თებერვალი, 1953, ლა-პლატა, არგენტინა) — არგენტინელი პოლიტიკოსი, არგენტინის ვიცე-პრეზიდენტი 2019 წლის 10 დეკემბრიდან. არგენტინის პრეზიდენტი 2007-2015 წლებში. ყოფილი პრეზიდენტის ნესტორ კირხნერის მეუღლე. მეორე ქალი პრეზიდენტი არგენტინის ისტორიაში (ისაბელ პერონის შემდეგ) და პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტი გახდა არჩევნების შედეგად.
სწრაფი ფაქტები არგენტინის 52-ე პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
კრისტინა ფერნანდესი | |
არგენტინის 52-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 2007 – 10 დეკემბერი, 2015 | |
წინამორბედი | ნესტორ კირხნერი |
მემკვიდრე | მაურისიო მაკრი |
დაბადებული | 19 თებერვალი, 1953 ლა-პლატა არგენტინა |
პოლიტიკური პარტია | გამარჯვების ფრონტი |
მეუღლე | ნესტორ კირხნერი |
შვილები | მაქსიმო და ფლორენცია |
პროფესია | იურისტი |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა |
დახურვა
2007 წლის არჩევნებში ფერნანდესი მმართველი პარტიის „გამარჯვების ფრონტი“ კანდიდატი იყო. არჩევნებში გაიმარჯვა ხმების 45%-ით, რითაც 20%-ით გაუსწრო მომდევნო კანდიდატს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა 1983 წლიდან, როდესაც არგენტინაში დემოკრატია აღდგა და თავისუფალი არჩევნების ჩატარება დაიწყო.