კრის რი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრისტოფერ ანტონ „კრის“ რი[1] (დ. 4 მარტი, 1951) — ბრიტანელი როკ და ბლუზური გიტარისტი მიდლზბროდან (ინგლისი). გამორჩეულია ბოხი ხმით და სლაიდ გიტარაზე შესრულების ტექნიკით[2][3]. „გინესის როკოპედიაში“ აღწერილია როგორც „ხრეშიანი ვოკალის მქონე უშიშარი გიტარისტი“.[4] British Hit Singles & Albums აღნიშნავს, რომ იგი 1980-იანების მიწურულის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი და სიმღერების ავტორი იყო. ბრიტანეთის ათეულში „The Road to Hell (Part 2)“-ის მოხვედრის დროისთვის მას უკვე ჰქონდა წამყვანი ევროპელი შემსრულებლის სახელი.[5] მისი ორი სტუდიური ალბომი, The Road to Hell და Auberge ლიდერობდა ბრიტანეთის ალბომების ჩარტში.[5] შემსრულებელი სამჯერ იყო ნომირებული ბრიტანული მუსიკის ჯილდოზე (1988, 1989, 1990).[6][7][8] 2009 წლისთვის მსოფლიოში გაიყიდა მისი 30 მილიონზე მეტი ალბომი.[9]
კრის რი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კრისტოფერ ანტონ რი |
დაბ. თარიღი | 4 მარტი, 1951 (1951-03-04) (73 წლის) |
დაბ. ადგილი | მიდლზბრო, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1978–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Fender Stratocaster | |
საიტი | chrisrea.com |
კრის რი ვიკისაწყობში |
ამერიკაში რი უფრო მეტად ცნობილია 1978 წლის ჰიტით „Fool (If You Think It's Over)“, რომელიც „ბილბორდის“ ცხელ ასეულში #12 პოზიციას იკავებდა და ზრდასრულთა თანამედროვე ჩარტში #1 იყო. ამ წარმატებამ კრისს მოუპოვა ნომინაცია გრემიზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში, 1979 წელს.[10] მისი სხვა ცნობილი სიმღერებია „I Can Hear Your Heartbeat“, „Stainsby Girls“, „Josephine“, „On the Beach“ (ზრდასრულთა თანამედროვე ჩარტში #9), „Let's Dance“, „Driving Home for Christmas“, „Working on It“ (მეინსტრიმული როკის ჩარტში #1), „Tell Me There's a Heaven“, „Auberge“, „Looking for the Summer“, „Winter Song“, „Nothing To Fear“, „Julia“ და „If You Were Me“, დუეტი ელტონ ჯონთან.[11]