კუთხური სიხშირე
From Wikipedia, the free encyclopedia
კუთხური სიხშირე, ორბიტალური სიხშირე, რადიალური სიხშირე (ω) — სკალარული ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს სხეულის ბრუნვას რაიმე ღერძის გარშემო. კუთხური სიხშირე არის ვექტორული სიდიდის, კუთხური სიჩქარის მოდულის ტოლი.[1]
SI სისტემაში კუთხური სიჩქარის ერთეულია რადიანი წამში.
ვინაიდან ერთი სრული ბრუნი 2π რადიანს შეადგენს, გვაქვს[1][2]
სადაც
- ω არის კუთხური სიხშირე;
- T არის პერიოდი (წამებში),
- f არის სიხშირე (ჰერცებში),
- v არის ტანგენციალური სიჩქარე;
- r არის ბრუნვის რადიუსი..
ანუ კუთხური სიხშირე ჩვეულებრივი სიხშირის პროპორციულია. ამის მიუხედავად ხშირად მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელია, რადგან აქრობს განტოლებებში π მამრავლებს. ამ მიზეზით კუთხური სიხშირე გამოიყენება ფიზიკის მრავალ დარგში, მაგალითად ელექტროდინამიკაში, კვანტურ მექანიკაში და პლაზმის ფიზიკაში.