ლას-პალმასის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ლას-პალმასის პროვინცია (ესპ. Las Palmas) შედის კანარის კუნძულების ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 34 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ლას-პალმასის მუნიციპალიტეტები მოიცავს 4 კუნძულს: გრან-კანარია, ფუერტევენტურა, ლანსაროტე და გრასიოსა. ასევე დაუსახლებელ კუნძულებს: ალეგრანსა, მონტანია-კლარა, ლობოსი, როკე-დელ-ესტე და როკე-დელ-ოესტე.
ლას-პალმასის პროვინციის ფართობია 4 066 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 120 406 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ლას-პალმასი, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია, ხოლო ფართობით ყველაზე დიდია პახარა (383,52 კმ²)[4]. 34 მუნიციპალიტეტიდან 21 მდებარეობს კუნძულ გრან-კანარიაზე, 7 — ლანსაროტეზე და 6 — ფუერტევენტურაზე.