ლორენცის ძალა
ლორენცის ძალა — ძალა, რომლითაც ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს წერტილოვან მუხტზე / From Wikipedia, the free encyclopedia
ლორენცის ძალა — ძალა, რომლითაც ელექტრომაგნიტური ველი მოქმედებს წერტილოვან მუხტზე. SI სისტემის ერთეულებში ელექტრული ველისა და მაგნიტური ველის მეშვეობით ის შემდეგნაირად გამოისახება:
- ,
სადაც
- არის ძალა (ნიუტონებში)
- არის ელექტრული ველის დაძაბულობა (ვოლტი/მ ერთეულებში)
- არის მაგნიტური ინდუქცია (ტელსებში)
- არის ნაწილაკის მუხტი (კულონებში)
- არის ნაწილაკის მყისიერი სიჩქარე (მ/წმ ერთეულებში)
ვექტორ პოტენციალისა და ელექტრული პოტენციალის მეშვეობით ლორენცის ძალა ასე ჩაიწერება:
სადაც:
- ∇ და ∇ × აღნიშნავს შესაბამისად გრადიენტისა და როტორის ოპერატორებს,
- და არის შესაბამისად მაგნიტური ვექტორ პოტენციალი და ელექტრული პოტენციალი, რომლებიც E და B ველებთან დაკავშირებულია შემდეგი თანაფარდობებით[1]
ეს განტოლებები ვექტორული განტოლებებია, ანუ მასში შემავალი სიდიდეები (F, E, v, B, A) ვექტორული სიდიდეებია.
ლორენცის ძალის გამოსახულებიდან გამომდინარეობს, რომ დადებითად დამუხტული ნაწილაკი ელექტრული ველის (E) გავლენით აჩქარდება E-ს მიმართულებით, ხოლო მაგნიტური ველის (B) გავლენით იმოძრავებს როგორც v ასევე B-ს მიმართულებების პერპენდიკულარულად მარჯვენა ხელის წესის შესაბამისად (ამ წესის მიხედვით თუ მარჯვენა ხელის ცერს დავიჭერთ v-ს პარალელურად, ხოლო საჩვენებელ თითს B-ს პარალელურად, მაშინ ნაწილაკზე მოქმედი მაგნიტური ძალა მიმართული იქნება დიდი თითის პარალელურად).
ლორენცის ძალის გამოსახულებაში პირველ წევრს (qE) ჰქვია ელექტრული ძალა, ხოლო მეორე წევრს (qv × B) მაგნიტური ძალა.