ლუიზა ბურჟუა
ფრანგი-ამერიკელი მოქანდაქე, ფერმწერი და გრავიურისტი / From Wikipedia, the free encyclopedia
ლუიზა ბურჟუა (ფრანგ. Louise Bourgeois; დ. 25 დეკემბერი, 1911 — გ. 31 მაისი, 2010) — ფრანგი-ამერიკელი ხელოვანი. ცნობილია ქანდაკებებითა და არტ-ინსტალაციებით, თუმცა ასევე ფერმწერი და გრავიურისტი იყო. ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ბურჟუამ მრავალი თემა შეისწავლა, ოჯახიდან, სექსუალობიდან და სხეულიდან დაწყებული, სიკვდილითა და ქვეცნობიერით დამთავრებული.[2] ბურჟუა ფორმალურად არც ერთ ხელოვნების მიმდინარეობასთან არაა აპელირებული. მისი ნამუშევრები, რომლებიც აბსტრაქტული ექსპრესიონისტების ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება, ასევე ახლოსაა სიურრეალიზმთან და ფემინისტურ ხელოვნებასთან.
სწრაფი ფაქტები ლუიზა ბურჟუა, სრული სახელი ...
ლუიზა ბურჟუა | |
---|---|
სრული სახელი | ლუიზა ჟოზეფინ ბურჟუა |
დაიბადა | 25 დეკემბერი, 1911 |
დაბადების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა | 31 მაისი, 2010 (98 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ |
სფერო | ქანდაკება, არტ-ინსტალაცია, ფერწერა, გრავიურა |
მიმდინარეობა | მოდერნიზმი, სიურრეალიზმი, ფემინისტური ხელოვნება |
ჟანრი | assemblage[1] , ფიგურატივიზმი[1] და აბსტრაქციონიზმი[1] |
დახურვა