მალაგის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
მალაგის პროვინცია შედის ანდალუსიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 103 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
მალაგის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 9 კომარკაში: ახარკია-კოსტა-დელ-სოლი, ანტეკერა, ვალიე-დელ-გუადალორსე, გვადალტრება, კოსტა-დელ-სოლ-ოქსიდენტალი, მალაგა-კოსტა-დელ-სოლი, ნორორიენტალ-დე-მალაგა, სერანია-დე-რონდა, სიერა-დე-ლას-ნიევესი.
მალაგის პროვინციის ფართობია 7308 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 661 785 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია მალაგა, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია ანტეკერა (749,34 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — არჩესი (4,8 კმ²).[4]