მალავი
From Wikipedia, the free encyclopedia
მალავი (ინგლ. Republic of Malawi; მალავის რესპუბლიკა) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში. შედის ერთა თანამეგობრობაში. საერთო ფართობი — 118 494 კმ² (ხმელეთის ფართობია — 94 080 კმ²). 2008 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 13 077 160 ადამიანს.[1][2][3] დედაქალაქი — ლილონგვე. ოფიციალური ენები — ჩინიანჯა (მალავის ენა) და ინგლისური. ეროვნული დღესასწაული 6 ივლისი — დამოუკიდებლობის დღე (1964). ფულის ერთეული მალავიური კვაჩა.
მალავის რესპუბლიკა Dziko la Malaŵi, Chalo cha Malawi Republic of Malaŵi მალავი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: ერთიანობა და თავისუფლება (ინგლ. Unity and Freedom) |
||||||
ჰიმნი: Mlungu dalitsani Malawi |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ლილონგვე 13°57′ ს. გ. 33°42′ ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ბლანტირე | |||||
ოფიციალური ენა | ინგლისური, ჩიჩევა | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ლაზარუს ჩაკუერა | ||||
- | ვიცე-პრეზიდენტი | საულოს ჩილიმა | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 118 484 კმ2 (99-ე) | ||||
- | წყალი (%) | 20,6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 14 901 000 (64-ე) | ||||
- | 2008 აღწერა | 13 077 160 | ||||
- | სიმჭიდროვე | 110,37 კაცი/კმ2 (91-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $7.67 მილიარდი (143-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $596 (181-ე) | ||||
აგი (2007) | 0.437 (დაბალი) (164-ე) | |||||
ვალუტა | კვანჩა (MWK ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | MWI | |||||
Internet TLD | .mw | |||||
სატელეფონო კოდი | 265 |
საზღვრების საერთო სიგრძეა 2881 კმ. სახელმწიფო მალავის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება მოზამბიკის რესპუბლიკა (1569 კმ), დასავლეთით ზამბია (837 კმ), ჩრდილოეთით ტანზანია (475 კმ).
მალავი რესპუბლიკაა. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და ერთპალატიანი პარლამენტი. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.
ადმინისტრაციულად მალავი იყოფა 3 პროვინციად.