მარგარეტ ელიანორ ეტვუდი (დ. 18 ნოემბერი, 1939) — კანადელი პოეტი, რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, პედაგოგი, გარემოდამცველი აქტივისტი და გამომგონებელი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1961 წელს დაიწყო, მისი შემოქმედება 18 რომანს, 18 პოეტური კრებულს, 9 მოთხრობების კრებულს, 11 არამხატვრულ ნაშრომს, 8 საბავშვო წიგნისა და ორ გრაფიკული რომანს მოიცავს. ეტვუდის მრავალფეროვანმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ ფართო აღიარება მოიპოვა როგორც კანადაში, ისე — მის საერთაშორისო ასპარეზზე. ავტორი არისართურ კლარკის, ფრანც კაფკას, ასტურიის უფლისწულის, ორგზის ბუკერის (ხუთგზის ნომინანტი), ორგზის გენერალ-გუბერნატორის პრემიების ლაურეატი. ასევე, მიღებული აქვს აშშ-ის პენ-ცენტრისა და კრიტიკოსთა საზოგადოების (National Book Critics)- ის პრემიებიც. ეტვუდი 2001 წელს მონაწილეობდა Canada's Walk of Fame-ში[50]. მის მიერაა დაფუძნებული Writers' Trust of Canada — არაკომერციული ლიტერატურული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც კანადის მწერალთა საზოგადოების წახალისებაა[51] და გრიფინის პოეზიის პრემია[52]. მარგარეტ ეტვუდს დიდი წვლილი მიუძღვის კანადური ლიტერატურის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო არაერთ ეკრანიზაციასა და დადგმას.
სწრაფი ფაქტები მარგარეტ ეტვუდი, დაბადების თარიღი ...
მარგარეტ ეტვუდი |
---|
ინგლ. Margaret Atwood |
|
დაბადების თარიღი |
18 ნოემბერი, 1939(1939-11-18)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (84 წლის) |
---|
დაბადების ადგილი |
ოტავა, ონტარიო, კანადა[1] |
---|
საქმიანობა |
მწერალი[16] [17] [1] , პოეტი[18] [1] [19] , რომანისტი[1] , პედაგოგი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, არამხატვრული მწერალი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და გამომგონებელი[20] |
---|
ენა |
ინგლისური ენა |
---|
მოქალაქეობა |
კანადა[21] [22] |
---|
ალმა-მატერი |
Victoria University, Leaside High School, რედკლიფის კოლეჯი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და ჰარვარდის უნივერსიტეტი |
---|
ჟანრი |
historical fiction, ფანტასტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა, უტოპია და დისტოპია, ესე, პოეზია, feminist science fiction, ტრაგედია, ანტიუტოპია და რომანი |
---|
Magnum opus |
მხევლის წიგნი[1] , Cat's Eye, Alias Grace[1] , ბრმა მკვლელი, ორიქსი და კრეიკი[1] , Surfacing, The Edible Woman[1] , Dancing Girls & Other Stories[23] , Stone Mattress: Nine Tales[23] , The Year of the Flood[23] , Hag-Seed[23] , The Heart Goes Last[23] , Bodily Harm[23] , Life Before Man და The Testaments |
---|
ჯილდოები |
გუგენჰაიმის სტიპენდია[1] , კანადის ორდენის კომპანიონი[24] , ონტარიოს ორდენი[1] , მოლსონის პრემია[25] , წლის ჰუმანისტი[26] , ასტურიის პრინცის ლიტერატურული პრემია[27] , ჰარვარდის უმაღლესი სკოლის ასწლიანი მედალი[28] , Governor General's Award for English-language poetry or drama, გენერალ-გუბერნატორის პრემია საუკეთესო ინგლისურენოვანი მხატვრული ნაწარმოებისთვის, Arthur C. Clarke Award, ჰელმერიხის პრემია[29] , Hammett Prize, ბუკერის პრემია[1] [30] , Golden Wreath[31] , ნელი ზაქსის პრემია[32] , კანადის დიდების ხეივანი[33] , Dan David Prize[34] , Los Angeles Times Book Prize[35] , გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[36] [37] , ფრანც კაფკას პრემია, კანადის სამეფო საზოგადოების წევრი, ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[38] , Scotiabank Giller Prize, Honorary doctor of the University of Ottawa, Lorne Pierce Medal[39] , Los Angeles Times Book Prize, Trillium Book Award, Trillium Book Award, Trillium Book Award[40] , Toronto Book Awards, სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია[41] , Tähtivaeltaja Award, PEN Pinter Prize[42] , Aurora Award for Best Graphic Novel, მონდელოს პრემია, Scotiabank Giller Prize, ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[43] , ბუკერის პრემია[44] , Raymond Chandler Award, კონკორდიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ღირსების კავალერი, honorary doctorate from the Université de Montréal, ოფიცრის ჯვრის ორდენი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, Crime Writers of Canada Awards of Excellence, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[45] , Ivan Sandrof Lifetime Achievement Award და VH1 Trailblazer Honors |
---|
მეუღლე |
Graeme Gibson[46] [47] |
---|
- :::ჯორჯ ელიოტი, ჯორჯ ორუელი[48] , ელის მანრო[49] , Northrop Frye, დორის ლესინგი, ჯეინ ოსტინი, ჯონათან სვიფტი, ვირჯინია ვულფი, მარგარეტ ლოურენსი, ჯეკ ლონდონი, ჩარლზ დიკენსი, უილიამ შექსპირი, ლევ ტოლსტოი, თედორე დოსტოევსკი და ოლდოს ჰაქსლი
|
ხელმოწერა |
|
---|
საიტი |
margaretatwood.ca |
---|
|
დახურვა
ეტვუდი ასევე არის LongPen-ის გამომგონებელი და დამნერგავი. ეს ტექნოლოგია განკუთვნილია დოკუმენტების დისტანციური რობოტიზებული წერისათვის[53]. მას რამდენიმე პატენტიც აქვს მიღებული ელექტრონული დოკუმენტების წარმოების დარგში[54]. 2004 წელს კი გახდა დამფუძნებელი და დირექტორი ელექტრონული ხელმოწერების კომპანია Unotchit Inc. -ისა (2011 წლიდან Syngrafii Inc.).
მიუხედავად იმისა, რომ ეტვუდმა, ძირითადად, პროზაული ნაწარმოებებით მოიპოვა აღიარება, მას ეკუთვნის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობა[55][56].
მისი პოეზია ხშირად ეყრდნობა მითებსა და ზღაპრებს, რომლითაც იგი ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული[57]. ლიტერატურული მოღვაწეობის მანძილზე, ეტვუდი ნაყოფიერად თანამშრომლობდა ისეთ მედიასაშუალებებთან, როგორიცაა Tamarack Review, Harper's, ABC, CBC Technology, Ms., Saturday Night და სხვ.