მარდი გრა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარდი გრა (ფრანგ. Mardi Gras — „მსუყე სამშაბათი“; ინგლ. Shrove Tuesday — „აღსარების სამშაბათი“) — დასავლეთევროპული დიდმარხვის დაწყების წინა დღე და ყოველწლიური კარნავალის კულმინაცია. მარდი გრას მოსდევს „ფერფლის ოთხშაბათი“, რომელიც აღნიშნავს დიდმარხვის პირველ დღეს ანგლიკანურ, კათოლიკურ, ლუთერანულ, მეთოდისტურ და პრესვიტერიანულ ეკლესიებში.
მარდი გრა ხსნილის ბოლო დღეა. შესაბამისად, მოზეიმე ხალხი განსაკუთრებით ბევრს და მსუყედ ჭამს 46-დღიანი დიდმარხვის დაწყების წინ. სწორედ ამას უკავშირდება სახელწოდება მარდი გრა ანუ „მსუყე სამშაბათი“.
ინგლისში მარდი გრა უფრო ცნობილია „აღსარების სამშაბათის“ სახელით. ეს სახელწოდება დაკავშირებულია დიდმარხვის წინ აღსარების ჩაბარების ტრადიციასთან. გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში არსებული ტრადიციით, დიდმარხვის წინა სამი დღე ეთმობა აღსარების ჩაბარების პროცესს, რომელსაც Shrovetide ეწოდება. ტრადიციული საჭმელია მაჭკატები.