მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი
From Wikipedia, the free encyclopedia
მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი — მართვადი რაკეტების გასაშვებად განკუთვნილი სამხედრო გემი. მრავალი მათგანის აღჭურვილობა ასევე უზრუნველყოფს წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და ხმელეთსაწინააღმდეგო ოპერაციების წარმართვის შესაძლებლობას. ნატოს სტანდარტით ამ ტიპის გემები აღინიშნება კოდით DDG.
გარდა ქვემეხებისა და სტანდარტული შეიარაღებისა, რომელიც საესკადრო ნაღმოსანი შეიარაღებაზეა, მართვადი რაკეტების მატარებელი საესკადრო ნაღმოსნები, როგორც წესი, აღჭურვილია ორი მსხვილი სარაკეტო ბლოკით, რომლებიც თავისი არსით წარმოადგენენ შვეული გაშვების უჯრედულ დანადგარს. ზოგი მართვადრაკეტებიანი საესკადრო ნაღმოსნის განკარგულებაშია მძლავრი სარადარო სისტემა, როგორიც აშშ-ის „იჯისია“, ამ სახის გემები შეიძლება გამოყენებულ იქნად რაკეტსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტების საწინაარმდეგო სისტემის სახით. მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსნების კლასი შეავსებს შეიარღებიდან კრეისერების მოხსნით წარმოქმნილ დანაკლისს.
თანამედროვე საესკადრო ნაღმოსნების სტანდარტულიი წყალწვა 7500 ტონას შეადგენს, ხოლო სრული წყალწვა 10 000 ტონაზე მეტია. XX საუკუნის დასაწყისში აღნიშნული მაჩვენებელი საესკადრო ნაღმოსნებისთვის 200 ტონას არ აჭარბებდა. გემების აღნიშნულ კლასში წყალწვის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა აშშ-ის საზღვაო ძალების ზამუოლტის კლასის მართვადი რაკეტების მატარებელი ახალი თაობის საესკადრო ნაღმოსანმა, რომლის სრული წყალწვა 14,564 ტონაა.