მარია ტერეზა სავოიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ტერეზა სავოიელი (იტალ. Maria Teresa di Savoia, ფრანგ. Marie Thérèse de Savoie; დ. 31 იანვარი, 1756, ტურინი, სარდინიის სამეფო — გ. 2 ივნისი, 1805, გრაცი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სარდინიისა და სავოიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია ანტონია ფერნანდა ესპანელის ქალიშვილი. 1773 წელს ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის უმცროს შვილიშვილს, არტუას გრაფ შარლ ფილიპს, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა. მისი მაზლის, მეფე ლუი XVI-ის მეფობისას მოხდა საფრანგეთის რევოლუცია, რის გამოც მას ოჯახთან ერთად საფრანგეთის დატოვება და ჯერ სავოიაში, შემდეგ კი ავსტრიაში გადასახლება მოუწია, სადაც გარდაიცვალა კიდეც, 49 წლის ასაკში. მისი გარდაცვალებიდან ცხრამეტ წელიწადში მისი ქმარი შარლ X საფრანგეთის მეფე გახდა.
მარია ტერეზა სავოიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
31 იანვარი, 1756 ტურინი, სარდინიის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
2 ივნისი, 1805, (49 წლის) გრაცი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
ეროვნება | იტალიელი |
წოდება | არტუას გრაფინია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) |
შარლ ფილიპი, არტუას გრაფი (ქ. 1773) |
შვილ(ებ)ი |
ლუი ანტუანი, ანჟულემის გრაფი სოფი, არტუას მადმუაზელი შარლ ფერდინანდი, ბერის ჰერცოგი |
მშობლები |
მამა: ვიტორიო ამადეო III, სარდინიის მეფე დედა: მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი |
ხელმოწერა |