მარკიზ დე სადი
ფრანგი მწერალი, პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადი (ფრანგ. Donatien Alphonse François de Sade; დ. 2 ივნისი, 1740, პარიზი — გ. 2 დეკემბერი, 1814, შარანტონ-სენ-მორისი) — ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, ჰედონისტი, ათეისტი, ლიბერტინაჟის მიმდევარი. საყოველთაოდ ცნობილია მარკიზ დე სადის სახელით. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა თავისი ნაწარმოებებით, რომლებშიც შედის ძალმომრეობისა და პორნოგრაფიის ამსახველი პასაჟები, რასაც, ისევე როგორც თავის აღვირახსნილ ცხოვრებას, ავტორი ფილოსოფიურ გამართლებას აძლევს. თავისი რომანებისა და ცხოვრების სტილის გამო სადმა 30 წელი ციხეში გაატარა. სადის სახელიდან გამომდინარე ფსიქიატრმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა შემოიღო სიტყვა „სადიზმი“, რაც ნიშნავს სხვისადმი ტკივილის მიყენებით გამოწვეულ სიამოვნებასა და „სექსუალურ აღგზნებას“.
სწრაფი ფაქტები მარკიზ დე სადი, დაბადების თარიღი ...
მარკიზ დე სადი | |
---|---|
ფრანგ. Donatien-Alphonse-François Sade | |
დაბადების თარიღი | 2 ივნისი, 1740(1740-06-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] |
დაბადების ადგილი | პარიზი[1] |
გარდაცვალების თარიღი | 2 დეკემბერი, 1814(1814-12-02)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სენ-მორისი |
დასაფლავებულია | ესკიროლის საავადმყოფო |
საქმიანობა | რომანისტი, ფილოსოფოსი[15] , დრამატურგი და მწერალი[15] |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა |
საფრანგეთის სამეფო[17] საფრანგეთის პირველი რესპუბლიკა საფრანგეთის პირველი იმპერია |
ალმა-მატერი | ლუი დიდის ლიცეუმი |
ჟანრი | ეროტიკა, ფილოსოფია, პროზა და გოთური ლიტერატურა[18] |
Magnum opus | სოდომის ასოცი დღე ანუ ლიბერტინაჟის სკოლა |
მეუღლე | Renée-Pélagie de Sade |
შვილ(ებ)ი | Armand de Sade, Louis-Marie de Sade და Madeleine Laure de Sade |
ხელმოწერა | |
დახურვა