მენკაურა
From Wikipedia, the free encyclopedia
მენკაურა (ასევე მენკაურე) — ძველი ეგვიპტის ფარაონი მეოთხე დინასტიიდან, რომელიც მეფობდა ძველი სამეფოს პერიოდში. მენკაურა ასევე ცნობილია ელინისტური სახელით მიკერინი (იხსენიებს ჰეროდოტე) და მენხერესი (იხსენიებს მანეთონი). მანეთონის თანახმად იგი სამეფო ტახტზე ფარაონ ბიხერისის შემდეგ ავიდა, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით კი მენკაურა ტახტზე ფარაონ ხეფრენის შემდეგ ავიდა. მენკაურა ცნობილი გახდა გიზაში მისივე სახელობის პირამიდით, ასევე ტრიადებით (სამისგან შემდგარი გამოსახულება ან ქანდაკება), რომელზეც ფარაონი მენკაურა მეუღლესთან ხამერერნებთი II-სთან და ღმერთქალებთან ერთად არის გამოსახული.
სწრაფი ფაქტები მენკაურა, ფარაონი ...
მენკაურა | |
---|---|
მენკაურე, მიკერინი, მენხერესი | |
მენკაურას გრაუვაკასგან შესრულებული სტატუა. ეგვიპტის მუზეუმი, კაირო. | |
ფარაონი | |
მეფობა | ძვ.წ. 2530 - ? (18/22 წ.) (IV დინასტია) |
წინამორბედი | ხეფრენი ან ბიხერისი |
მემკვიდრე | შეპსესკაფი |
სამეფო ტიტულები
| |
მეუღლეები | ხამერერნებთი II, რეხეტრე ? |
შვილი/ები | ხუენრე, შეპსესკაფი, ხენტკაუს I ?, სეხემრე |
მამა | ხეფრენი |
დედა | ხამერერნებთი I |
გარდ. თარიღი | დაახლოებით ძვ.წ. 2500 |
დაიკრძალა | მენკაურას პირამიდა |
მონუმენტები | მენკაურას პირამიდა |
დახურვა