მეოთხე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები
From Wikipedia, the free encyclopedia
მეოთხე თაობის (ააგრეთვე ცნობილი როგორც 16 ბიტიანების ეპოქა) ეპოქას საფუძველი ჩაეყარა 1987 წლის 30 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც გამოვიდა NEC-ის PC Engine (ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილია TurboGrafx-16-ის სახელით). ამ თაობაში მიმდინარეობდა კონსოლების ძლიერი „ომი“. მიუხედავად იმისა, რომ NEC-მა წარმოადგინა პირველი მეოთხე თაობის სისტემა, ამ პერიოდში დომინირებდნენ Nintendo-ს Super Nintendo Entertainment System (იაპონიაში ცნობილი როგორც Super Famicom) და Sega-ს Mega Drive (ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილი Sega Genesis-ით). თუმცა როგორც მესამე თაობაში, ისევე მეოთხე თაობაშიც კონსოლების მსოფლიო ბაზრის უმეტესი წილი ნინტენდომ დაიკავა. სეგა დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამ ეპოქაში და დაიწყო ახალი ფრენჩაიზის, „Sonic the Hedgehog“-ის შექმნა, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo-ს ცნობილი სერია „Mario“-სთვის.
ამ პერიოდში, რამდენიმე სხვა კომპანიამაც წარმოადგინა თავიანთი კონსოლები, მაგრამ არცერთ მათგანს წარმატება არ მოჰყოლია. მეხუთე თაობის კონსოლების გამოჩენის მიუხედევად, რამდენიმე წლის განმავლობაში მეოთხე თაობის კონსოლების პოპულარობა არ ეცემოდა, მაგრამ 1996 წლიდან შემცირდა მეოთხე თაობის აპარატული უზრუნველყოფის გაყიდვები და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლების რაოდენობა,[1] რამაც განაპირობა ამ თაობის სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვების სწრაფი კლება მომდევნო წლებში. მეოთხხე თაობამ არსებობა შეწყვიტა 2004 წელს Neo Geo-ს წარმოების დასრულებით.