მზიმთა
From Wikipedia, the free encyclopedia
მზიმთა (რუს. Мзы́мта, უბიხური ენიდან ნიშნავს გააფთრებული, რუს. Бешеная) — მდინარე რუსეთში კრასნოდარის მხარეში. სიგრძე 89 კმ, აუზის ფართობი 885 კმ². სათავე აქვს კავკასიონის ქედზე. ერთვის შავ ზღვას ქალაქ ადლერთან. შერეული საზრდოობის მდინარეა. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წვიმების დროს — წყალამოვარდნები. საშუალო ხარჯი კრასნაია-პოლიანასთან 33,2 მ³/წმ, მაქსიმალური — 764 მ³/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. მზიმთაზე აგებულია კრასნაია-პოლიანის ჰესი და წყალსაცავი.
მზიმთა | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
სიგრძე | 89 კმ |
აუზის ფართობი | 885 კმ² |
მზიმთა ვიკისაწყობში |
ისტორიული ცნობით აფხაზური ტომები სახლობდნენ უბიხეთამდე და შესაბამისად მდინარე მზიმთა იმთავითვე ცნობილი იყო როგორც აფხაზეთის ისტორიული საზღვარი[1][2].
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, „1896 წელს ცარიზმმა შავი ზღვის ოკრუგი შავი ზღვის გუბერნიად გარდაქმნა და მასში სამი ადმინისტრაციული ერთეული - სოჭის, ტუაფსეს და ნოვოროსიისკის ოკრუგები გააერთიანა. გუბერნიის ცენტრად ქ. ნოვოროსიისკი, მის სამხრეთ საზღვრად კი სოხუმის ოკრუგის მიმდებარე მდ. მზიმთა დადგინდა“[3][4], თუმცა იმდროინდელი ბეჭდური გამოცემები აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ[5][6][7][8].
1917 წლის 7 დეკემბერს დროებითი მთავრობის დეკრეტით ადმინისტრაციულ საზღვარს ორ სანაპირო ოკრუგს შორის კორექტირება გაუკეთდა ქუთაისის გუბერნიის სასარგებლოდ, რომლის შემადგენლობაში კვლავ შევიდა ქალაქი გაგრა. ორ ოკრუგს შორის ახალი გამიჯვნა ახლა მდინარე მზიმთაზე გადიოდა.