მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი
From Wikipedia, the free encyclopedia
მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხეტი (Fugaku sanjūrokkei)[1] - უკიო-ე ჟანრის ლანდშაფტთა გრავიურების სერია, შექმნილი, იაპონელი გრავიორის და მხატვრის კაცუსიკა ჰოკუსაის (1760-1849) მიერ.
მთა ფუძიამას ოცდათექვსმეტი ხედი | |
---|---|
神奈川沖浪裏, Kanagawa-oki Nami Ura სერიის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი "კანაგავას დიდი ტალღა" | |
ავტორი | კაცუსიკა ჰოკუსაი |
წელი | გამოქვეყნდა 1931 წელს |
კაცუსიკამ ამ სერიაზე მუშაობა 70 წლის ასაკში დაიწყო და შექმნა 46 ნამუშევარი (10-ით მეტი ვიდრე საჭირო იყო), რომლებზეც მთა ფუძიამაა ასახული. სერიისთვის 10 დამატებითი ნამუშევარი შეიქმნა წარმატებული გაყიდვებისა და დიდი მოთხოვნების გამო.[2] გამოქვეყნდა ნიშიმურა ეიჯუდოს მიერ დაახლოებით 1931 წელს.[3]
მასში უკიო-ე ჟანრის გარდა ვხვდებით აიძური-ე ტექნიკას, რომელიც გრავიურის მხოლოდ ლურჯ ფერებში შექმნას ითვალისწინებს. [4] ერთ-ერთი შთამბეჭდავი ლურჯი ფერის, რომელიც სერიის რამდენიმე ნამუშევარში გვხვდება არის ბერლინის ლურჯი, ასევე ცნობილი, როგორც პრუსიული ლურჯი[5], რომელიც იაპონიაში ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდან იმპორტირდებოდა. [6]
სერიის ყველაზე ცნობილ ნამუშევარს მისი პირველი გრავიურა „კანაგავას დიდი ტალღა“ წარმოადგენს, რომელიც არა მარტო კაცუსიკას ქმნილებებს შორისაა ყველაზე განთქმული, არამედ მთელ იაპონურ ფერწერულ ნამუშევრებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამუშევარი იაპონური ფერწერის სიმბოლოა. ასევე სერიის კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარია „წითელი ფუძიამა“.