მიეშკო I
From Wikipedia, the free encyclopedia
მიეშკო I, მეჩისლავ I (პოლ. Mieszko I, დ. დაახლ. 935 — გ. 25 მაისი 992, პოზნანი, პოლონეთი) — პოლონეთის ისტორიულად დადასტურებული პირველი მთავარი (960-992), პიასტების დინასტიის წარმომადგენელი. ნახევრადლეგენდარული თავადის ზემომისლის შვილი. დედის სახელი უცნობია. მის დროს დაიწყო პოლონეთის სამეფოს ჩამოყალიბება. ებრძოდა ლუტიჩებს პომორიესათვის, ბოჰემიას — სილეზიისა და მცირე პოლონეთისათვის. ბოჰემიის მთავარ ბოლესლავთან ერთად ცდილობდა საღვთო რომის იმპერიის დასუსტებას. 966 წელს შემოიღო ქრისტიანობა. 968 წელს დააარსა პირველი პოლონური საეპისკოპოსო ქალაქ პოზნანში.
სწრაფი ფაქტები პოლონეთის მთავარი, მმართ. დასაწყისი: ...
მიეშკო I | |
---|---|
Mieszko I | |
მიეშკო I | |
პოლონეთის მთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 960 |
მმართ. დასასრული: | 992 |
მემკვიდრე: | ბოლესლავ I მამაცი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 935 |
გარდ. თარიღი: | 25 მაისი, 992 |
გარდ. ადგილი: | პოზნანი, პოლონეთი |
მეუღლე: | დუბრავკა |
დინასტია: | პიასტები |
მამა: | ზემომისლი |
დახურვა