მომხმარებელი:გიორგი ფეიქრიშვილი/სავარჯიშო3
From Wikipedia, the free encyclopedia
The Voice მეოთხე სეზონი — ამერიკული ვოკალისტების რეალითი შოუ, რომლის პრემიერა 2013 წლის 25 მარტს NBC-ის ეთერში შედგა. მისი წამყავნები კარსონ დეილი და კრისტინა მილიანი იყვნენ. წინა სეზონის მწვრთნელებიდან მარტო ადამ ლევინი და ბლეიკ შელტონი დაბრუნდნენ, ხოლო კრისტინა აგილერა და სი ლოუ გრინი შაკირამ და აშერმა ჩაანაცვლეს, როგორც შემცვლელმა მწვრთნელებმა. ამ სეზონში თითოეული გუნდი 12 მომღერლისაგან შედგებოდა. ამასთან ერთად თითოეულ მწვრთნელს რინგზე ორი „მოტაცების“ უფლება ჰქონდა.
სწრაფი ფაქტები ეთერი, ჟიური ...
ეთერი | 25 მარტი, 2013 – 18 ივნისი, 2013 |
---|---|
ჟიური |
ადამ ლევინი ბლეიკ შელტონი აშერი შაკირა |
წამყვან(ებ)ი |
კარსონ დეილი კრისტინა მილიანი (სოციალური მედიის კორესპონდენტი) |
სამაუწყებლო კომპანია | NBC |
დენიელ ბრედბერი | |
წარმოშობა | ტეხასი |
სიმღერა | „Born to Fly“ |
ჟანრ(ებ)ი | ქანთრი |
წინა | The Voice (აშშ, სეზონი 3) |
შემდეგი | The Voice (აშშ, სეზონი 5) |
დახურვა
მეოთხე სეზონის გამარჯვებული კონკურსის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე, 16 წლის დენიელ ბრედბერი გახდა, რომლის მწვრთნელი ბლეიკ შელტონი იყო.