მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმი
ხელოვნების მუზეუმი მონრეალში, კვებეკში, კანადა / From Wikipedia, the free encyclopedia
მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმი (ფრანგ. Musée des beaux-arts de Montréal) — ხელოვნების მუზეუმი მონრეალში, კვებეკში, კანადაში. ფართობით ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმი კანადაში. მუზეუმი მდებარეობს შერბრუკის ქუჩის ისტორიული ოქროს მოედნის მონაკვეთზე.
მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
45°29′56″ ჩ. გ. 73°34′47″ დ. გ. | |
დაარსდა | 1860 წელს |
ქვეყანა | კანადა |
მდებარეობა | მონრეალი[1] |
კლასიფიკაცია | სამხატვრო მუზეუმი |
ვიზიტორები | 1.3 მილიონი (2017)[2] |
დირექტორი | ნატალი ბონდილი |
პრეზიდენტი | კეროლაინ ბონდსი |
ოფიციალური საიტი | mbam.qc.ca/en/ |
მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმის შენობა მთლიანობაში იკავებს 53,095 კვადრატულ მეტრს, აქედან 13,000 მეტრი დათმობილი აქვს უშუალოდ საგამოფენო სივრცეს. 2013 წელს კოლექცია მოიცავდა დაახლოებით 44,000 ნამუშევარს. [3]
მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმი არის ფართომასშტაბიანი გამოფენების ორგანიზატორთა საერთაშორისო ჯგუფის, [4] ცნობილი როგორც Bizot Group, წევრი, ეს ფორუმი საშუალებას აძლევს მსოფლიოს უდიდესი მუზეუმების ლიდერებს გაცვალონ ნამუშევრები და გამოფენები.
დაარსდა 1860 წელს, არის კანადის უძველესი ხელოვნების მუზეუმი. [5]