მოჰამედ ნაშიდი
From Wikipedia, the free encyclopedia
მოჰამედ ნაშიდი (დ. 17 მაისი 1967, მალე, მალდივი) — მალდივის პოლიტიკური მოღვაწე. პრეზიდენტი 2008-2012 წლებში. ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მალდივის პარლამენტის ყოფილი წევრი. მალდივის დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი და ამ პარტიის კანდიდატი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მოჰამედ ნაშიდი აკრიტიკებდა წინამორბედი პრეზიდენტის მომუნ აბდულ გაიუმის მოღვაწეობას, რის გამოც იგი დააპატიმრეს.
სწრაფი ფაქტები მალდივის მე-4 პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
მოჰამედ ნაშიდი | |
მალდივის მე-4 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 ნოემბერი, 2008 – 7 თებერვალი, 2012 | |
წინამორბედი | მომუნ აბდულ გაიუმი |
მემკვიდრე | მოჰამედ ვაჰიდ ჰასანი |
დაბადებული | 17 მაისი, 1967 მალე, მალდივი |
პოლიტიკური პარტია | მალდივის დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ლაილა ალი აბდულა |
შვილები | 2 გოგო |
რელიგია | სუნიტური ისლამი |
დახურვა
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა მომუნ აბდულ გაიუმის მიერ დემოკრატიული კონსტიტუციის ხელმოწერა, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში მიმდინარე არეულობისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო. არჩევნების შედეგად მოჰამედ ნაშიდმა პირველ ტურში დამარცხების შემდეგ მეორე ტურში მიიღო ხმების 54 %, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა მომუნ აბდულ გაიუმმა — 46 %[1].