მსოფლიოს უძველესი უნივერსიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
ამ გვერდზე მოყვანილია მსოფლიოს უძველესი დღემდე ფუნქციონირებადი უნივერსიტეტები. ამ სასწავლებელთა სიაში მოსახვედრად საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის განსაზღვრებას მისი დაფუძნების დროისთვის; ის დაფუძნებული უნდა ყოფილიყო 1500 წლამდე; და მას შემდეგ რაიმე მნიშვნელოვანი დაბრკოლება მის ფუნქციონირებაში არ უნდა მომხდარიყო.
შენიშვნა: აკადემიური ხარისხის მინიჭება უმაღლესი განათლებისთვის ისტორიულად ევროპული ჩვეულება იყო, და უნივერსიტეტის თანამედროვე განსაზღვრება მოიცავს ხარისხის მინიჭების ფაქტორსაც, შესაბამისად, უძველესი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის თანამედროვე განსაზღვრებას მხოლოდ ევროპაში არსებობდა. თუ დავუშვებთ, რომ ამგვარ უძველეს დაწესებულებებს თავდაპირველად ხარისხი არ გაუციათ, თუმცა ამჟამად ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, შესაბამისად, ზოგიერთი ევროპული და არა-ევროპული სასწავლებლები წინ უსწრებენ ბოლონიის უნივერსიტეტს დაფუძნების თარიღით (მაგ. ნალანდას უნივერსიტეტი დაფუძნდა ძვ.წ. V საუკუნეში ინდოეთში, ნანკინის უნივერსიტეტი დაფუძნდა 258 წელს ჩინეთში, და ალ-აზჰარის უნივერსიტეტი დაფუძნდა 988 წელს ეგვიპტეში).
საბოლოოდ, ზოგიერთ ევროპულ უნივერსიტეტთა შორისაც არსებობს უთანხმოება იმაზე, თუ რომელი იყო სინამდვილეში "პირველი". ბოლონიის უნივერსიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ ის პარიზის უნივერსიტეტს უსწრებს, ჩამოყალიბებულ იქნა სტუდენტების მიერ, რომლებიც თავად ეძებდნენ მასწავლებლებს, მაშინ როცა პარიზის უნივ. მასწავლებელთა მიერ იყო ორგანიზებული, რომელთაც შემდეგ თავად მოიძიეს სტუდენტები. შესაბამისად, ზოგიერთი (განსაკუთრებით პარიზში) ეჭვქვეშ აყენებს საკითხს იმაზე თუ რომელი იყო "ნამდვილი" უნივერსიტეტი დააარსების მომენტში, თუმცა ზოგადად აღიარებულია ფაქტი, რომ ბოლონიის უნივერსიტეტი პირველი იყო.