მწვანე საცავი
From Wikipedia, the free encyclopedia
მწვანე საცავი (გერმ. Grünes Gewölbe) — სამხატვრო მუზეუმი დრეზდენში, გერმანიაში, შეიცავს ევროპაში უდიდესი საგანძურის კოლექციას. მუზეუმი დაარსდა 1723 წელს, პოლონეთის მეფის და საქსონიის კურფიურსტის, ავგუსტუს ძლიერის მიერ და მასში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ექსპონატები, ბაროკოს სტილიდან კლასიციზმამდე. მწვანე საცავს სახელი ეწოდა მალაქიტით მწვანედ შეღებილი სვეტების და საწყისი ოთახების კაპიტელების გამო. არსებობს მოსაზრება რომ უძველესი მუზეუმია მსოფლიოში; მწვანე საცავი უფრო ძველია, ვიდრე ბრიტანეთის მუზეუმი, რომელიც გაიხსნა 1759 წელს.
დაარსდა | 1723 წელს (1723) |
---|---|
მდებარეობა | დრეზდენი, გერმანია |
ტიპი | სამხატვრო მუზეუმი |
ვებ-საიტი | https://gruenes-gewoelbe.skd.museum/ |
მეორე მსოფლიო ომის დროს დრეზდენის დაბომბვის შემდეგ, მწვანე საცავი მთლიანად აღდგა.
მწვანე საცავი მდებარეობს დრეზდენის ციხის დასავლეთ მონაკვეთის პირველ და მეორე სართულებზე. ის ახლა დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების კოლექციების ნაწილია.