ნამდემუნი
სეულის ერთ-ერთი უძველესი არქიტექტურული ძეგლი, ციხესიმაგრის კარიბჭე / From Wikipedia, the free encyclopedia
ნამდემუნი — სეულის ერთ-ერთი უძველესი არქიტექტურული ძეგლი, ციხესიმაგრის კარიბჭე. აგებულია 1389 წელს. კარიბჭე მდებარეობს იუნგის რაიონში, სეულის სადგურსა და სეულის პლაზას შორის, კარიბჭის გვერდითაა განთავსებული ასევე ისტორიული 24-საათიანი ნამდემუნის ბაზარი.
XIV საუკუნეში აგებული კარიბჭე, ისტორიული პაგოდის სტილის კარიბჭეა და სამხრეთ კორეის რიგით პირველ ეროვნულ საგანძურად ითვლება. ეს იყო ერთ-ერთი კარიბჭე სეულის გალავნის სამი ძირითადი კარიბჭიდან. ნამდემუნი არის პირველი შენობა ჩოსონის მეფის მეფე თაეჯოს მეფობის ბოლო წლებში აშენებული. აღდგენილია 1447 წელს.
2008 წელს კარიბჭის ხის პაგოდა მძიმედ დაზიანდა ხანძრის შედეგად. კარიბჭეზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყო 2010 წლის თებერვალში და დასრულდა 2013 წლის 29 აპრილს. კარიბჭე ხელახლა გაიხსნა 2013 წლის 5 მაისს.