ნაპოლეონის მარშლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
განსხვავებით ძველი რეჟიმისა და სხვა მონარქიული სახელმწიფოებისა, ნაპოლეონის ჯარში, მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა ბრძოლისუნარიანობა და არ ექცეოდა ყურადღება იმას, თუ რა სოციალურ ფენას განეკუთვნებოდა ჯარისკაცი. ნაპოლეონს სურდა, რომ მისი ჯარის ხელმძღვანელობა ყოფილიყო მერიტოკრატული — რომლისადმი მიკუთვნილობა განისაზღვრება არა ჩამომავლობით, ან სოციალური მდგომარეობით, არამედ პიროვნული უნარებითა და ინდივიდუალური ძალისხმევით. ნაპოლეონის ასეთმა სისტემამ, ბევრ რიგით ჯარისკაცს მისცა საშუალება დაწინაურებულიყო მარშლის ტიტულატურამდეც. საერთო ჯამში, ამ მმართველობამ ჯარში მიზანს მიაღწია.