ნევადა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნევადა (ინგლ. Nevada /nəˈvædə/) — შტატი აშშ-ის დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი 286,350 კმ²-ია, ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 2.7 მილიონი კაცი. ამ მაჩვენებლით ის სიდიდით მეშვიდე და მოსახლეობით 35-ე შტატია აშშ-ში. მთელი მოსახლეობის დაახლოებით 2/3 ცხოვრობს ლას-ვეგასის აგლომერაციაში,[2] რომელიც შედგება სამი დიდი ქალაქისაგან.[3]. ნევადის შტატის დედაქალაქია კარსონ-სიტი.
ნევადა | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | Silver State | ||||
დევიზი: | All For Our Country | ||||
დედაქალაქი | კარსონ-სიტი | ||||
ოფიციალური ენა | |||||
გუბერნატორი | Joe Lombardo | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ნევადას საკანონმდებლო ორგანო | ||||
ფართობი | 286 380 კმ² | ||||
მოსახლეობა | 3 104 614[1] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | ბაუნდერი-პიკი | ||||
უდაბლესი წერტილი | კოლორადო | ||||
შტატი გახდა | 31 ოქტომბერი, 1864 | ||||
სასაათო სარტყელი | წყნაროკეანური დროის სარტყელი, სამთო სასაათო სარტყელი და ამერიკა/ლოს-ანჯელესი | ||||
საფოსტო აბრევიატურა | NV და Nev. | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | კალიფორნია, ორეგონი, აიდაჰო, იუტა და არიზონა | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა | |||||
საიტი | nv.gov | ||||
ნევადა ძირითადად წარმოდგენილია უდაბნოებითა და სემიარიდული ტერიტორიებით, რომელთა ძირითადი ნაწილი მოქცეულია დიდი აუზის ფარგლებში. დიდი აუზის სამხრეთით არსებული რაიონები, მდებარეობს მოჰავეს უდაბნოს ტერიტორიაზე. შტატის მიწების 86% აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა სხვადასხვა იურისდიქციის ქვეშ, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო.[4]
სახელწოდება ნევადა მომდინარეობს მის ახლოს მდებარე სიერა-ნევადის მთებიდან, რაც ესპანურად დათოვლილ მთებს ნიშნავს. ევროპელებთან კონტაქტამდე დღევანდელი შტატის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობა პაიუტების, შოშონებისა, და უოშოს ტომები.[5] თავიდან ტერიტორია ესპანეთის კუთვნილება იყო და შედიოდა ალტა-კალიფორნიის შემადგენლობაში, ხოლო მექსიკის დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ ის მექსიკის მფლობელობაში გადავიდა. 1848 წლის ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ ტერიტორია აშშ-ის მფლობელობაში გადავიდა და 1850 წელს იუტის ტერიტორიის ნაწილი გახდა. 1859 წელს კომსტოკ-ლოდში ვერცხლის აღმოჩენის შემდეგ ამ ადგილებში დაიწყო მოსახლეობის სწრაფი ტემპებით ზრდა, რამაც ხელი შეუწყო 1861 წელს ნევადის ტერიტორიის შექმნას იუტის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში. 1864 წლის 31 ოქტომბერს ნევადა გახდა აშშ-ის რიგით 36-ე შტატი.[6]
აზრტული თამაშების ლეგალიზებამ, დაქორწინებისა და გაყრის პროცედურის სიმარტივემ ნევადა XX საუკუნის მთავარ ტურისტულ ცენტრად აქცია.[7][8] ტურიზმის ინდუსტრია შტატის შემოსავლის მთავარი წყაროა.[9] ნევადის შტატი მსოფლიოში ოქროს მწარმოებლებს შორის მეოთხე ადგილზეა.[10]
ნევადას ოფიციალურად „ვერცხლის შტატს“ უწოდებენ მის ისტორიასა და ეკონომიკაში ვერცხლის დიდი მნიშვნელობის გამო. ის აგრეთვე ცნობილია როგორც „ბრძოლაში დაბადებული შტატი“, რადგანაც მან დამოუკიდებლობა სამოქალაქო ომის პერიოდში მოიპოვა და „აბზინდის შტატი“ სიმბოლური მცენარის გამო.
ნევადა აშშ-ის უდიდესი ჩაკეტილი ტერიტორიის მქონე შტატია, რომელსაც არ გააჩნია სახმელეთო სახღვარი კანადასა და მექსიკასთან.