ნიკოლა სარკოზი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლა სარკოზი (ფრანგ. Nicolas Sarkozy, სრული სახელი Nicolas Paul Stéphane Sárközy de Nagy-Bócsa; დ. 28 იანვარი, 1955, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში. თანამდებობა დაიკავა 2007 წლის 16 მაისს მას შემდეგ რაც არჩევნებში დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი სეგოლენ რუაიალი.
ნიკოლა სარკოზი Nicolas Paul Stéphane Sárközy de Nagy-Bócsa | |
საფრანგეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
16 მაისი, 2007 – 15 მაისი, 2012 | |
პრემიერ-მინისტრი | ფრანსუა ფიიონი |
წინამორბედი | ჟაკ შირაკი |
მემკვიდრე | ფრანსუა ოლანდი |
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 მაისი, 2005 – 26 მარტი, 2007 | |
პრეზიდენტი | ჟაკ შირაკი |
პრემიერ-მინისტრი | დომინიკ დე ვილპენი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 მაისი, 2002 – 31 მარტი, 2004 | |
პრეზიდენტი | ჟაკ შირაკი |
პრემიერ-მინისტრი | ჟან-პიერ რაფარენი |
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
31 მარტი, 2004 – 28 ნოემბერი, 2004 | |
პრეზიდენტი | ჟაკ შირაკი |
პრემიერ-მინისტრი | ჟან-პიერ რაფარენი |
საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 მარტი, 1993 – 10 მაისი, 1995 | |
პრეზიდენტი | ფრანსუა მიტერანი |
პრემიერ-მინისტრი | ედუარდ ბალადიური |
დაბადებული | 28 იანვარი, 1955 (1955-01-28) (69 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
პოლიტიკური პარტია | UMP |
მამა | პოლ სარკოზი |
დედა | ანდრე მალა |
მეუღლე | მარი-დომინიკ კიულიოლი (1982–1996) სესილია სიგანერ-ალბენისი (1996–2007) კარლა ბრუნი (2008–დღემდე) |
შვილები | პიერი (კიულიოლისგან) ჟანი (კიულიოლისგან) ლუი (სიგანერ-ალბენისისგან) |
პროფესია | ადვოკატი |
რელიგია | კათოლიკე |
ჯილდოები | |
ხელმოწერა |
პრეზიდენტობამდე იყო საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია კავშირი სახალხო მოძრაობისთვის (UMP) ლიდერი. ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს მას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჟან-პიერ რაფარენის პირველ ორ მთავრობაში (2002-2004), იყო ფინანსთა მინისტრი რაფარენის ბოლო მთავრობაში და ისევ შინაგან საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენის მთავრობაში (2005-2007).
სარკოზი ასევე იყო დეპარტამენტ ო-დე-სენის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი (2004-2007 წლებში) და ნიოი-სიურ-სენის მერი (1983-2002). იგი ასევე იყო საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრი ედუარდ ბალადიურის მთავრობაში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის ბოლო წლებში.
საგარეო პოლიტიკურ საკითხებში იგი მომხრეა საფრანგეთის ახლო კავშირის აშშ-თან. მისი მეტსახელია „სარკო“ (Sarko), რომელსაც ეძახიან როგორც მისი მხარდამჭერები, ასევე ოპონენტები.