ნიობე
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიობე (ბერძ. Νιόβη) — თებეს თავმომწონე დედოფალი და თავისი ქედმაღლობის მსხვერპლი. მანისას ახლოს მდებარე ქალაქის, ტანტალისის მეფის, ტანტალოსისა[1] და პლეადა ტაიგეტეს ან ჰაიდეს-დიონეს ამაყი ქალიშვილი, პელოპისა და ბროტეასის და. თებეს გმირი მეფის, ამფიონის მეუღლე, მამასავით ზვიადი, ტანტალიდების დაწყევლილი მოდგმის ერთ-ერთი უბედური სახე. ნიობეს მამა, ხშირად ფრიგიელად მოიხსენიება, ზოგან კი, ფრიგიის მეფედ.[2]