ოლჯაითუ-ყაენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოლჯაითუ-ყაენი (მონღ. Өлзийт; დ. მარტი, 1278 — გ. 17 დეკემბერი, 1316, სოლთანიე) — ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მერვე ილხანი (1304-1316 წწ.). არღუნ-ხანის მესამე შვილი, ყაზან-ყაენის ძმა და მემკვიდრე.
სწრაფი ფაქტები ოლჯაითუ-ყაენი, ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-8 ილხანი ...
ოლჯაითუ-ყაენი | |
---|---|
მონღ. Өлзийт | |
ჩინელი ბრძენი ოლჯაითუს საჩუქრად გადასცემს წიგნს | |
ჰულაგუიანთა სახელმწიფოს მე-8 ილხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 19 ივლისი, 1304 |
მმართ. დასასრული: | 17 დეკემბერი, 1316 |
წინამორბედი: | ყაზან-ყაენი |
მემკვიდრე: | აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | მარტი, 1278 |
გარდ. თარიღი: | 17 დეკემბერი, 1316 |
გარდ. ადგილი: | სოლთანიე |
შვილები: |
სულეიმან-შაჰი აბუ საიდ ბაჰადურ-ხანი ბაიაზიდი ბასტამი ტაიფური აბულხეირი |
დინასტია: | ჰულაგუიანები |
მამა: | არღუნ-ხანი |
დედა: | ურუქ-ხათუნი |
რელიგია: | ქრისტიანობა, შემდეგ ისლამი |
დახურვა
1289 წელს ოლჯაითუ ქრისტიანმა დედამ ურუქ-ხათუნმა მონათლა და უწოდა ნიკოლოზი, პაპ ნიკოლოზ IV-ის პატივისცემის ნიშნად[1], რომელთანაც არღუნს ჰქონა დიპლომატიური კონტაქტები. 1295 წელს მიიღო ისლამი.
1305 წელს ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (ამჟამად ზენჯანის ოსტანი) განაახლა ქალაქ სოლთანიეს მშენებლობა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა არღუნ-ხანმა. მალე ქალაქი გახდა ჰულაგუიანების საზაფხულო დედაქალაქი, ხოლო ზამთრის დედაქალაქი ბაღდადი დარჩა. ქალაქის მშენებლობა დასრულდა 1313 წელს. მისი მთავარი მშვენება იყო ოლჯაითუს მავზოლეუმი, რომელიც აშენდა ილხანის სიცოცხლეშივე[2].