ოსაკის პრეფექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსაკის პრეფექტურა (იაპ. 大阪府)— იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს კანსაის რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] ოსაკის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენს 8 823 358 ადამიანს (2019 წლის 1 ივნისის მონაცემებით) და მას უჭირავს 1 905 კვადრატული კილომეტრის ფართობი. პრეფექტურას ესაზღვრება: ჰიოგოს პრეფექტუტა - ჩრდილო-დასავლეთით, კიოტოს პრეფექტურა - ჩრდილოეთით, ნარის პრეფექტურა - სამხრეთ-აღმოსავლეთით და ვაკაიამის პრეფექტურა - სამხრეთით.
ოსაკის პრეფექტურა 大阪府 | |
---|---|
ოსაკის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | კანსაი |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 34°41′11″ ჩ. გ. 135°31′12″ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | ოსაკა |
ISO 3166-2:JP | JP-27 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 1 905.14 კმ² (46) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 8 823 358 ად. (3) |
სიმჭიდროვე | 4 600 ად./კმ² |
რაიონი | 5 |
მუნიციპალიტეტი | 43 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Ginkgo biloba |
ყვავილი | Prunus mume |
ფრინველები | Lanius bucephalus |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | ჰიროფუმი იოშიმურა |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
ოსაკა არის ოსაკის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ის ასევე სიდიდით მესამე ქალაქია იაპონიაში. პრეფექტურის სხვა დიდ ქალაქებს შორისაა: საკაი, ჰიგაშიოსაკა და ჰირაკატა . [2] ოსაკას პრეფექტურა არის მესამე პრეფექტურა მოსახლეობის მიხედვით იაპონიაში და მეორე ყველაზე მცირე პრეფექტურა გეოგრაფიული არეალის მიხედვით. მოსახლეობის სიმჭირდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 4 600 ადამიანია, რაც იაპონიაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია ტოკიოს შემდეგ. ოსაკის პრეფექტურა არის იაპონიის ორი ,,ურბანული პრეფექტურიდან" ერთ-ერთი, რომლის იაპონური სახელწოდებაც სრულდება ფუ (府) დაბოლოებით კენის ნაცვლად. ოსაკას პრეფექტურა ქმნის კეიჰანშინის მიტროპოლიტის ცენტრს, იაპონიის ყველაზე ბევრ მოსახლიან ურბანულ რეგიონს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული რეგიონი მშპ-ით .