ოსმალეთის იმპერიის დაკნინება
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსმალეთის იმპერიის დაკნინება (თურქ. Osmanlı İmparatorluğu modernleşme ve tedbir dönemi; 1828-1908) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში სტაგნაციის შემდეგ, როდესაც იწყება მისი დაკნინება, რომელიც გულისხმობს ტერიტორიების კარგვას, შიდა მმართველობის აბსოლუტურ გაუგებრობასა და მოშლას, ეკონომიკის დასუსტებასა და ა.შ.
ეს პერიოდი ოსმალეთის იმპერიას ეწყება მაჰმუდ II-ის (1808-1839 წწ.) მმართველობის პერიოდში. სულთან მაჰმუდი, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, იძულებული გახდა საბოლოოდ მოესპო იანიჩართა კორპუსი, რომელიც ოსმალეთის არმიის დასაყრდენი ძალა ოსმალეთის მე-3 სულთან, მურად I-ის მმართველობიდან მოყოლებული იყო და ამასთან ერთად, სამხედრო-ლენური სისტემა, რომელიც მწვერვალის პერიოდ, სულთან სულეიმან I-ის დროიდან არსებობდა.
იანიჩარები ქვეყანაში საკმაოდ დიდ ძალას ფლობდნენ და ძირითადად სწორედ ისინი ხდებოდნენ იმპერიაში არსებული არეულობების მიზეზი. აწყობდნენ უამრავ აჯანყებას, აგდებდნენ სულთნებს ტახტიდან, არ აძლევდნენ მმართველებს რეფორმების გატარების საშუალებას და ა.შ. სწორედ ეს გახდა საბოლოოდ მათი მოსპობის მიზეზი.
მაგრამ, ოსმალეთის დაკნინება მხოლოდ მათი კორპუსის მოსპობის ბრალი არაა. ოსმალეთი განუწყვეტლივ იბრძოდა რუსეთის იმპერიასთან და ძირითადად მარცხდებოდა ამ ომში. ძალიან დასუსტდა ოსმალეთის არმია და მოიშალა შიდა მმართველობა, რაც ხდება ძირითადი მიზეზი ოსმალეთის სტაგნაციისა და შემდეგ უკვე დაკნინებისა.